ანა ლონგინოვა, რუსეთში დაბადებული, ყოფილი პირადი მცველი ბოლო წლებში, საკუთარ დაცვის სამსახურს მართავდა, რომელიც კერძო პირების დაცვისთვის მხოლოდ ქალებს ამზადებდა.
ხუთი წლის შემდეგ ეს სერვისი პოპულარული გახდა არა მარტო რუსეთში, არამედ მთელ ევროპაში. ჩვენი კონტინენტის ქვეყნების ელიტარული საზოგადოებებში, ქალი პირადი მცველების მომსახურება წამყვან „ტრენდად“ იქცა. ამ წარმატებას მარკეტინგის სპეციალისტები პირველ რიგში განსხვავებულ იმიჯს მიაწერენ, ხოლო ექსპერტები ამტკიცებენ, რომ განსხვავება ფსიქოლოგიაშია.
ელეგანტურად ჩაცმული პროფესიონალი ქალი მცველების მომსახურებით ძირათადად ცნობილი მამაკაცები სარგებლობენ, რომლებსაც ელეგანტურად ჩაცმულ, მანდილოსან ერთად სიამოვნებთ კამერებთან გამოჩენა, ასევე ხელსაყრელია ბავშვების დაცვისთვის, როდესაც პირადი მცველი „მომვლელის“ ფუნქციასიის შეთავსებას ახერხებს. ასევე ძირათადადი განმასხვავებელია ხასიათის სიმტკიცე: კვლევებმა აჩვენეს, რომ ქალი პირადი მცველები კონფლიქტების უმრავლესობას ფიზიკური ჩარევის გარეშე ახერხებენ.